
"სილქნეტი" "ალტ-ინფოს" ქსელში ჩართავს
09/09/2021 11:49:17 საზოგადოება
სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტი" ჰომოფობიური ჯგუფების ტელევიზიას "ალტ-ინფოს" ქსელში ჩართავს.
"გუშინ გავაფორმეთ ხელშეკრულება, კანონის შესაბამისად სავალდებულო გატარების თაობაზე და დაადასტურებს მხარე", - თქვა კომისიის სხდომაზე "სილქნეტის" მთავარმა იურისტმა კახი ყურაშვილმა.
ეგახსენებთ, რომ "სილქნეტმა" "ალტ-ინფოს" ქსელში ჩართვაზე უარი 8 ივნისს უთხრა მოტივით, რომ იმ ეტაპზე არ ჰქონდათ ტექნიკური შესაძლებლობა. საკითხი კომუნიკაციების კომისიაში განიხილებოდა. მოგვიანებით სატელეკომუნიკაციო კომპანია მორიგებას დასთანხმდა.