ესპანეთის საკურორტო ქალაქიდან 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
09/09/2021 10:25:03 მსოფლიო
ესპანეთის სამხრეთით მდებარე ანდალუზიის რეგიონში ტყის ხანძრის გამო, საზღვაო კურორტ ესტეპონადან და მიმდებარე სოფლებიდან 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მობილიზებულია ადგილზე 250 მეხანძრე.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი რთულად მისადგომ ადგილას არის გაჩენილი, რის გამოც მისი ლიკვიდირება ვერ ხერხდება. ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარიც.


