
Edison Research: "გამოკითხული მოსახლეობის 72% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება"
09/09/2021 08:24:06 საზოგადოება
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 72% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. საპირისპირო პოზიცია აქვს 28%–ს.
2021 წლის ივნისში გამოქვეყნებულ კვლევაში 29% ფიქრობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 71% - არასწორი.
კითხვაზე, მომდევნო რამდენიმე წელზე ფიქრისას, რა განწყობა აღწერს საუკეთესოდ იმას, თუ რას გრძნობენ მათი და მათ გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრებაზე, 40% ამბობს, რომ შფოთვას, 25% - გულგრილობას, ხოლო 35% ოპტიმიზმს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.