Accentnews.ge
კვლევა: რუსეთში აშშ–სა და ევროკავირისადმი პოზიტიური დამოკიდებულება მატულობს

კვლევა: რუსეთში აშშ–სა და ევროკავირისადმი პოზიტიური დამოკიდებულება მატულობს

09/09/2021 08:13:58 მსოფლიო

ანალიტიკური „ლევადა-ცენტრის“ მიერ რუსეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაშია, ხოლო საწინააღმდეგო პოზიცია აქვს 38%. ლევადა-ცენტრის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა 2018 წელთან შედარებით, როცა რუსეთს საერთაშორისო იზოლაციაში მყოფად მიიჩნევდა 56% და პირიქით - 37%.

გამოკითხული რუსების 44% ფიქრობს, რომ რუსეთი დასავლეთს უნდა ეპყრობოდეს, როგორც მოკავშირეს. 29%-ისთვის დასავლეთი მეტოქეა, 13%-ისთვის – მეგობარი, 5%-ისთვის – მტერი. წინა, 2020 წლის იანვრის გამოკითხვასთან შედარებით, დასავლეთს მტრად მიიჩნევს 2%-ით მეტი. შარშან დასავლეთს რუსეთის პარტნიორად თვლიდა 67%.

2021 წლის მაისთან შედარებით, აგვისტოში 8%-ითაა მომატებული აშშ-ისადმი კარგი დამოკიდებულების მქონე რუსების რაოდენობა (39%). 8%-ითაა გაზრდილი და 46%-ია ევროკავშირისადმი კარგი დამოკიდებულების მაჩვენებელი. ასეთივე ტენდენციაა უკრაინის მიმართ. 2021 წლის მაისში უკრაინისადმი კარგი დამოკიდებულება ჰქონდა გამოკითხულთა 33%-ს, აგვისტოში კი - 39%-ს.

კონკრეტულ ქვეყნებს შორის გამოკითხვა ეხებოდა საქართველოსაც, რომლის მიმართ აგვისტოში გამოკითხულთა 55%-მა კარგი დამოკიდებულება გამოხატა, რაც ლევადა-ცენტრის მონაცემებით, წინა, 2019 წლის აგვისტოში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით 6%-ით მეტია.

გამოკითხვა 19-26 აგვისტოს ჩატარდა რუსეთის 50 სუბიექტის 137 ქალაქსა და სოფელში. პირისპირ ინტერვიუს ფორმით 1619 რესპონდენტი გამოკითხეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S