Accentnews.ge
ჩრდილოეთ კორეაში აღლუმი საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი უნიფორმებით ჩატარდა

ჩრდილოეთ კორეაში აღლუმი საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი უნიფორმებით ჩატარდა

09/09/2021 07:46:50 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეაში კომუნისტური სახელმწიფოს შექმნიდან 73 წლისთავი აღლუმით აღნიშნეს. ღონისძიებაზე ბალისტიკური რაკეტის დემონსტრირებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, მან მსოფლიო მედიის ყურადღება მაინც მიიპყრო. მიზეზი საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილ უნიფორმებში გამოწყობილი ჯარისკაცები და მუშები არიან, - ამის შესახებ BBC წერს.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინიც ჩანს, რომელიც თვალშისაცემადაა გამხდარი.

ბოლო 12 თვეში, ქვეყანაში 3 აღლუმი ჩატარდა, რაც, თავად ჩრდილოეთ კორეისთვისაც კი, უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა.

ჩრდილოეთ კორეაში აღლუმებს ძირითადად ორი მიზანი აქვს - საერთაშორისო სანქციების ფონზე, გარესამყაროს წინაშე შეიარაღების დემონსტრირება ან, რთულ პერიოდებში, მოსახლეობისთვის განწყობის შექმნა სახალხო სანახაობების მეშვეობით.

ჩრდილოეთ კორეაში საკვების დეფიციტია. გასულ წელს, ტაიფუნებმადიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის სოფლის მეურნეობას. წელს კი, მრავალკვირიანმაგვალვებმა და ძლიერმა მუსონურმაწვიმებმა ზარალი უფრო გაზარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S