Accentnews.ge
ჩრდილოეთ მაკედონიაში კოვიდკლინიკაში  გაჩენილ ხანძარს  მსხვერპლი მოჰყვა

ჩრდილოეთ მაკედონიაში კოვიდკლინიკაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

09/09/2021 07:18:51 მსოფლიო

ჩრდილოეთ მაკედონიაში, ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შენობას ცეცხლი ადგილობრივი დროით 21:00 საათზე გაუჩნდა. მეხანძრეებს ხანძრის ჩასაქრობად საათზე ნაკლები დასჭირდათ. ხანძარი აფეთქების შედეგად გაჩნდა, მისი გამომწვევის მიზეზების დასადგენად კი გამოძიება მუშაობს.

ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S