რიჩმონდში 130 წლის წინ შექმნილ ძეგლს აიღებენ
09/09/2021 06:58:57 მსოფლიო
აშშ–ის ქალაქ რიჩმონდში კონფედერაციის გენერალ რობერტ ლის ძეგლს ჩამოხსნიან. შტატის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ამერიკის სამოქალაქო ომის ფიგურის პატივსაცემად 130 წლის წინ შექმნილი ძეგლი, ახლა რასობრივი უსამართლობის სიმბოლოდ მიიჩნევა.
“ვირჯინიის უდიდესი ძეგლი, რომელიც კონფედერატების ამბოხებას ეძღვნება, ამ კვირაში მოცილდება, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, თუ ვინ ვართ და ჩვენ, როგორც თანამეგობრობას, რა ფასეულობები გვაქვს”,– განაცხადა გუბერნატორმა რალფ ნორთამმა.
ნორთამმა ძეგლის მოხსნის გადაწყვეტილება 2020 წლის ივნისში, მინეაპოლისის პოლიციელის მუხლის ქვეშ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებიდან 10 დღის შემდეგ მიიღო. თუმცა პროცესი ორი სასამართლო სარჩელის გამო შეყოვნდა, რომელიც ძეგლის აღების მოწინააღმდეგე ადგილობრივებმა მოამზადეს. გასულ კვირაში ვირჯინიის უზენაესი სასამართლოს განჩინებით, ძეგლის აღების წინაღობა მოიხსნა.


