Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 8 000-ს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 8 000-ს გადააჭარბა

09/09/2021 06:34:50 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 8 000-ს გადააჭარბა. კერძოდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა 58 ადამიანი, ხოლო ჯამში – 8 035.

გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 2 455 შემთხვევა, 4 427 პირი გამოჯანმრთელდა.

ჩატარდა 36 151 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 693, „პისიარ“ ტესტით – 16 458.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,79%, ბოლო 14 დღის – 8,48%, ბოლო შვიდი დღის – 7,69%.

9 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 405 877 აცრა ჩატარდა, 8 სექტემბერს აიცრა 24 670 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S