Accentnews.ge
"თალიბანმა" საპროტესტო გამოსვლები აკრძალა

"თალიბანმა" საპროტესტო გამოსვლები აკრძალა

09/09/2021 06:19:13 მსოფლიო

რადიკალურმა მოძრაობა "თალიბანმა", ავღანეთში ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, აკრძალა მასთან შეუთანხმებლად ნებისმიერი აქციის გამართვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამიერიდან საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორებმა წინასწარ უნდა შეატყობინონ აქციის ჩატარების მიზეზი, ადგილი, დრო და ლოზუნგები, რომლებსაც აქციის დროს გამოიყენებენ. წესის დამრღვევები დაისჯებიან.

მას შემდეგ, რაც "თალიბანმა" ავღანეთში ძალაუფლება ისევ ხელში ჩაიგდო, ქვეყანაში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. განსაკუთრებით აქტიურობენ ქალები, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ.

8 სექტემბერს, თალიბებმა ქაბულში მათრახებით, რკინის ხელკეტებით და ცრემლსადენი გაზით დაშალეს აქცია, რომლის მონაწილე 100-მდე ქალი უფლებების შეზღუდვას აპროტესტებდა.

ბოლო დღეებში, თალიბებმა მათი რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები დაშალეს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ჰერატში, სადაც სავარაუდოდ, 2 ადამიანი მოკლეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S