Accentnews.ge
გერმანიაში კორონავირუსის მასტაბურ ტალღას ელიან

გერმანიაში კორონავირუსის მასტაბურ ტალღას ელიან

08/09/2021 14:39:41 მსოფლიო

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლოთარ ვილერი აცხადებს, რომ გერმანია მკვეთრად თუ არ გაზრდის ვაქცინაციის ტემპს, შემოდგომაზე შესაძლოა, კორონავირუსის მეოთხე, მასშტაბური ტალღა დაიწყოს.

„უკვე დღეს „კოვიდ-19“-იანი პაციენტების რაოდენობა, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, დღითიდღე იზრდება. ბოლო ორ კვირაში მათი რიცხვი ორჯერ გაიზარდა. როგორც ვვარაუდობდით, ახლა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა შორის უფრო მეტი ახალგაზრდაა. საავადმყოფოში მოთავსებულთა შორის უმრავლესობის ასაკი 35-დან 59-მდე მერყეობს. ეს იმის ბრალია, რომ ამ ახალგაზრდების უმეტესობა არაა ვაქცინიცირბული“, – აცხადებს ვილერი.

მისივე თქმით, აუცრელი ადამიანების საავადმყოფოში გადაყვანის რისკი 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე აცრილების.

ამასთან, ლოთარ ვილერი ვარაუდობს, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია გერმანიაში მომავალ წლამდე არ დაიწყება და ამბობს, რომ ყველას ვალდებულებაა, დავიცვათ ბავშვები, ამისთვის კი, პირველ რიგში, აუცილებელი ვაქცინაცია, რათა ვირუსი აღარ გავრცელდეს, ხოლო მეორე – სკოლებსა და ბაღებში ინფექციის პრევენციის ძირითადი წესების დაცვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S