რუსეთში წვრთნების დროს საგანგებო სიტუაციათა მინისტრი დაიღუპა
08/09/2021 10:06:02 მსოფლიო
ნორილსკში მასშაბური სახელმწიფო უწყებათაშორისი წვრთნების დროს რუსეთის სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის მინისტრი ევგენი ზინიჩევი დაიღუპა.
დღეს დილით სამინისტროს პრეს-სამსახურმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ზინიჩევი გუბერნატორ ალექსანდრე უსთან ერთად კრასნოიარსკის მხარეში ახალი სახანძრო სამსახურის შენობის მშენებლობას ათვალიერებდა. მას შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში უწყება დუმდა, ცოტა ხნის წინ კი მინისტრის გარდაცვალება დაადასტურა.
როგორც მის მიერ მგავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული, ზინიჩევი წვრთნების მიმდინარეობისას, "სამსახურებლივი მოვალეობის შესრულების დროს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის პროცესში ტრაგიკულად დაიღუპა".
ცნობისთვის: მინისტრი 55 წლის იყო.
ზინიჩევი უწყებას 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე, 2006-2015 წლებში იგი ვლადიმირ პუტინის პირადი ადიუტანტი იყო, 2015 წელს კალინინგრადის სამხარეო სუს-ს ჩაუდგა სათავეში, ერთ წელიწადში კი მხარის გუბერნატორად დანიშნეს. თუმცა ორიოდ თვეში მან გუბერნატორის თანამდებობიდან რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში გადაინაცვლა უწყების დირექტორის მოადგილედ, 2018 წლის მაისში კი საგანგებო სიტუაციათა მინისტრი გახდა.


