Accentnews.ge
მექსიკა დამანგრეველი მიწისძვრის და წყალდიდობის შედეგებს ებრვის

მექსიკა დამანგრეველი მიწისძვრის და წყალდიდობის შედეგებს ებრვის

08/09/2021 09:24:09 მსოფლიო

მექსიკაში წყალდიდობის შედეგად საავადმყოფო დაიტბორა, დაიღუპა 17 ადამიანი.

სტიქია იდალგოს შტატს დაატყდა თავს. უხვი ნალექის გამო მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა. შედეგად მოქალაქეების დიდი ნაწილი ელექტროენრგიის გარეშე არიან დარჩენილები.

ქალაქ ტულაში საავადმყოფოს დატბორვის შედეგად 17 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის იყვნენ კოვიდინფიცირებულებიც. მაშველებმა 40 ადამიანის ევაკუაცია დროულად მოახერხეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნავი, რომლითაც მაშველებს შტატის გუბერნატორი გადაჰყავდათ, ჩაიძირა. თავად გუბერნატორი არ დაშავებულა.

წყალდიდობის დაზარალებულ რაიონებში მობილიზებულები არიან სამხედროები. მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და მოუწოდა მოქალაქეებს, რომელთა სახლებსაც დატბორვის საფრთხე ემუქრება, დროებით თავშესაფრებში გადავიდნენ.

გავრცელებული ცნობით, სტიქიის შედეგად 30 000 ადამიანი დაზარალდა.

გარდა ამისა, მექსიკა დამანგრეველ მიწისძვრას ებრძვის: აკაპულკოში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა, სულ მცირე, ერთი ადამიანი.

მექსიკის ეროვნული სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი აკაპულკოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, 7.8 მილის სიღრმეში იყო.

მიწისძვრას შემდგომი 1 საათის განმავლობაში 92 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.

დანგრეული და დაზიანებულია შენობები. ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროენერგია, აკაპულკოს გარდა, 1,6 მილიონ აბონენტს შეუწყდა სხვა ქალაქებშიც: მეხიკოში, გერეროში, ოახაკასა და მორელოსში.

ამერიკის შეერთებული შტატების გამაფრთხილებელმა სისტემამ მექსიკა შესაძლო ცუნამის შესახებ გააფრთხილა. მოგვიანებით გუერეროს შტატის სამოქალაქო დაცვის ოფიცერმა თქვა, რომ ცუნამის რისკი არ არსებობს და ტალღების სიმაღლე 1 მეტრს არ გადააჭარბებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S