Accentnews.ge
ტიკარაძე – "მიუ შტამზე": "ყველა შემდგომი შტამისთვის მზად უნდა ვიყოთ"

ტიკარაძე – "მიუ შტამზე": "ყველა შემდგომი შტამისთვის მზად უნდა ვიყოთ"

08/09/2021 08:47:49 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის ახალ - "მიუ შტამის" შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს ყველა შტამისთვის.

მინისტრის თქმით, მიმდინარეობს დაკვირვება, გავრცელების რა ტიპი და ინტენსივობა ახასიათებს და განსაკუთრებით, რომელ ასაკობრივ ჯგუფს უქმნის საფრთხეს.

"თურქეთში, რომ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, ამით საშიშროებას დღეს საქართველოში ნამდვილად ვერ ვხედავ. აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველა შემდგომი შტამისთვის მზად. ამისათვის ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ქცევით ხასიათდება ეს შტამი, როგორი ინტენსივობა აქვს გავრცელების და ამას ვაკვირდებით კონკრეტულად.

სავარაუდო მოლოდინი, რაც არის კლინიკურ ნაწილში, არ იქნება რამე განსხვავებული მკურნალობა და შესაბამისად, აქაც მზად ვიქნებით. დავაკვირდებით და ვაკვირდებით იმას, თუ რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება ეს მეტად უფრო რისკიანი, რაც მერე დამატებითი ღონისძიებების გატარებისკენ იქნება გარკვეული მანიშნებელი," - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

"მიუ" ვარიანტი გასულ თვეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიჩნია, როგორც "ინტერესის ვარიანტი". ის პირველად კოლუმბიაში აღმოაჩინეს ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში, შემდეგ კი ეკვადორში გავრცელდა.

ჯანმო-ს ინფორმაციიით, კორონავირუსის აღნიშნულ ვარიანტს, რომელიც მეცნიერულად ცნობილია როგორც B.1.621, აქვს მუტაციები, რომლებიც ავლენენ კოვიდ-19-ის ვაქცინებისადმი რეზისტენტობის რისკს და ამის გამო, მის უკეთ შესასწავლად შემდგომი კვლევების ჩატარება გახდა საჭირო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S