Accentnews.ge
„რისკჯგუფში შემავალ ბავშვებს ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ“ - პედიატრი მშობლებს მიმართავს

„რისკჯგუფში შემავალ ბავშვებს ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ“ - პედიატრი მშობლებს მიმართავს

08/09/2021 08:41:36 საზოგადოება

პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე განსაკუთრებული რისკჯგუფში შემავალი ბავშვების მშობლებს მიმართავს, რომ ამ კატეგორიაში შემავალი მოზარდების აცრა აუცილებელია. საუბარია 12 წელს ზემოთ ბავშვებზე. საკითხი დღეს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

"განსაკუთრებული რისკჯგუფის ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია. რაც შეეხება ჯანმრთელ ბავშვებს, რომელთაც არანაირი პათოლოგია არ აქვთ, როგორც მოგეხსენებათ, მე რამდენიმე ათასი პაციენტი გავატარე, აქედან თითზე ჩამოსათვლელი იყო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, მათ რაიმე განსაკუთრებული მძიმედ მიმდინარეობა კორონავირუსული ინფექციის პერიოდშიო არ ჰქონიათ და ამიტომ, რისკჯგუფის არ მქონე ბავშვებთან არ არის აუცილებელი. მაქსიმალურად ჯობია ის ვაქცინები ჯერ გამოვიყენოთ იმ მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელთათვის კორონავირუსული ინფექცია შეიძლება ლეტალობით დასრულდეს.

ვისაც აქვს სურვილი, დღესვე შეუძლია, ნებისმიერ მშობელს მიმართოს თავის ოჯახის ექიმს, ოჯახის ექიმები ავსებენ სპეციალურ ფორმა 100-ს, იგზავნება სამინისტროში და მყისიერად ხდება ამაზე რეაგირება. მეორე, მესამე დღესვე ეს ბავშვები აიცრებიან როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევებში მოხდა. ოღონდ ეს უნდა იყოს ნება მშობლის, უნდა იყოს აუცილებლად ოჯახის ექიმმაც უნდა დაარწმუნოს, რომ ამ ბავშვს აუცილებლად სჭირდება ვაქცინაცია," - აცხადებს თემურ მიქელაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S