
საქართველოში ერთი დოზით ვაქცინირების მაჩვენებელი 30%-ია
08/09/2021 07:54:30 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 7 სექტემბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 27 011 ადამიანი.
15 მარტიდან გაკეთებულია 1 366 678 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 856 956 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 30%. სრულად ვაქცინირებულია 509 722 - მოზრდილი მოსახლეობის 17.8%.
ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტისთვის საჭიროა აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც. საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.
იხილეთ ასევე: გათამაშების "აიცერი და მოიგე" წესები ცნობილია