Accentnews.ge
თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

08/09/2021 06:55:53 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 2 571 ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება. კერძოდ, თბილისში გამოვლინდა 918 შემთხვევა, რაც შეეხება რეგიონებს, ინფიცირების მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

  • აჭარა – 224,
  • იმერეთი – 414,
  • ქვემო ქართლი – 195,
  • შიდა ქართლი – 172,
  • გურია – 89,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 204,
  • კახეთი – 242,
  • მცხეთა-მთიანეთი – 49,
  • სამცხე-ჯავახეთი – 49,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 153, საიდანაც 6 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 808, აჭარაში – 732, იმერეთში – 1 077. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 512 პირი, მათ შორის, თბილისში – 654, აჭარაში – 152, იმერეთში – 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში – 226, აჭარაში – 34, იმერეთში – 29.

2 072 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 032 – თბილისში, 631 – აჭარაში. 2 661 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.​ საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 86 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 79, ხოლო აჭარაში – 7. სულ 6 ოქტომბრიდან – 7 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 134 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 159 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 997 პირი, აჭარაში – 4 045, იმერეთში – 3 218.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S