Accentnews.ge
წვიმა, ელჭექი, სეტყვა - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

წვიმა, ელჭექი, სეტყვა - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

08/09/2021 06:23:07 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 10 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მოსალოდნელია ელჭექი, ზოგან – სეტყვა.

სინოპტიკოსების ცნობით, 8 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, იწვიმებს და აგრილდება. ტემპერატურა დღის საათებში +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 9 სექტემბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, თბილისში 8 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში გრილი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს, 9 სექტემბერს კი ისევ გამოიდარებს და დათბება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S