წყალდიდობა მექსიკაში - ქუჩები მდინარეების კალაპოტებად იქცა (VIDEO)
07/09/2021 14:51:46 მსოფლიო
ცენტრალურ მექსიკაში, გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ეკატეპეკისა და ნესაუალკოიოტლის მუნიციპალიტეტებში ქუჩები მდინარეების კალაპოტებად იქცა, - ამის შესახებ BBC წერს.
ადგილობრივი ინფორმაციით, სტიქიას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, წყალმა წაიღო ავტომობილები.
მაშველები ერთ ადამიანს ეძებენ.


