Accentnews.ge
რუსეთში პატრიარქსა და უმაღლეს სასულიერო იერარქებს ქონებრივი დეკლარაციების შევსებისკენ მოუწოდეს [ვიდეო]

რუსეთში პატრიარქსა და უმაღლეს სასულიერო იერარქებს ქონებრივი დეკლარაციების შევსებისკენ მოუწოდეს [ვიდეო]

07/09/2021 13:28:13 მსოფლიო

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალგაზრდა მღვდელმსახურმა პატრიარქ კირილს, ეკლესიის უმაღლეს იერარქებს, მთელს სამღვდელოებასა და მათ ნათესავებს ქონებრივი დეკლარაციების შევსებისკენ მოუწოდა.

მან შესაბამისი ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელიც ამ დღეებში აქტიურად ვრცელდება სოცქსელებში:

"ამ გზით ჩვენ შევძლებთ, დავიბრუნოთ საზოგადოების ნდობა, რომელიც ჩვენს რიგებში ფესვგადგმული კორუფციის გამო დავკარგეთ - იმ კორუფციის გამო, რომელიც ჩვენს ეკლესიაში უდავოდ არსებობს და რომლის შესახებაც ყველამ ვიცით, მაგრამ ვდუმვართ" - ამბობს ახალგაზრდა სასულიერო პირი.

ცნობისთვის: საქართველოში სასულიერო პირები ქონებრივ დეკლარაციებს არ ავსებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S