თურქეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა
07/09/2021 12:27:57 მსოფლიო
თურქეთში კორონავირუსის მიუ ვარიანტის 2 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ქვეყანაში ამ დროისთვის დომინანდი "დელტა შტამია".
"მიუ" ვარიანტი გასულ თვეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიჩნია, როგორც "ინტერესის ვარიანტი". ის პირველად კოლუმბიაში აღმოაჩინეს ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში, შემდეგ კი ეკვადორში გავრცელდა.
ჯანმო-ს ინფორმაციიით, კორონავირუსის აღნიშნულ ვარიანტს, რომელიც მეცნიერულად ცნობილია როგორც B.1.621, აქვს მუტაციები, რომლებიც ავლენენ კოვიდ-19-ის ვაქცინებისადმი რეზისტენტობის რისკს და ამის გამო, მის უკეთ შესასწავლად შემდგომი კვლევების ჩატარება გახდა საჭირო.


