დედის შეხვედრა 4 დღის დაკარგულ შვილთან - VIDEO
07/09/2021 10:38:21 მსოფლიო
ავსტრალიაში, ჰანთერის რეგიონში, იპოვეს 3 წლის ბიჭი, რომელიც 4 დღე დაკარგული იყო, - ამის შესახებ BBC წერს.
ბავშვი, რომელსაც აუტიზმი აქვს და საუბარი არ შეუძლია, ბოლოს, საკუთარ სახლში ნახეს. ის ძმებთან თამაშობდა და, როგორც წესი, დედასთან ახლოს იყო, თუმცა, მოულოდნელად, გაუჩინარდა.
მშობლები შიშობდნენ, რომ ის გაიტაცეს, თუმცა, ძებნის მე-4 დღეს, მცირეწლოვანი პოლიციის ვერტმფრენმა შენიშნა. ირკვევა, რომ სამართალდამცველებმა და ათობით მოხალისემ ბავშვის ადგილსამყოფელს არაერთხელ ჩაუარეს, თუმცა, ეკალბარდებში, ის ვერ შენიშნეს.
ბავშვი სახლიდან დაახლოებით 500 მეტრში, ოჯახის საკუთრებაში არსებულ მიწაზე იპოვეს. მას ფეხებზე რამდენიმე ნაკაწრი ჰქონდა და სველი ტანსაცმელი ეცვა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემა არ შეჰქმნია.


