Accentnews.ge
"თუ ოქტომბერში 1 მილიონ აცრას ჩავატარებთ, მეხუთე თუ მომდევნო ტალღას შედარებით მსუბუქად გადავიტანთ"

"თუ ოქტომბერში 1 მილიონ აცრას ჩავატარებთ, მეხუთე თუ მომდევნო ტალღას შედარებით მსუბუქად გადავიტანთ"

07/09/2021 10:22:48 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ოქტომბერში ქვეყანაში 1 მილიონი აცრა ჩატარდება, შედარებით მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე თუ მომდევნო ტალღას.

მისივე თქმით, მეხუთე და შემდგომი ტალღების გავრცელებაც სავსებით შესაძლებელია, ვინაიდან ვირუსულ ინფექციებს ციკლური მიმდინარეობა აქვთ.

მისივე განმარტებით, თუ დეკემბერში პირბადის ტარება 95%-მდე ავა, დეკემბრისთვის 200-250 ადამიანის სიცოცხლე გადარჩება. ამასთან, თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს არის ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე.

"დასაშვებია იყოს მეხუთეც და შემდგომ მეექვსე ტალღებიც, ვირუსულ ინფექციებს აქვთ ციკლური მიმდინარეობა, მით უმეტეს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან საქართველოში იწყება რესპირაციული ვირუსების სეზონი და კორონაც გახლავთ რესპირაციული ვირუსი. მეხუთე ტალღისთვის საჭიროა ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ, რომ გავიკეთოთ პირბადე - ყველაზე დიდი დამცველი საშუალება და ავიყვანოთ ტარების 95%-ზე. ამ შემთხვევაში დეკემბრისთვის გადავარჩენთ 200-250 ადამიანის სიცოცხლეს. თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება ეს არის ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ თუ მეხუთე ტალღისთვის შეიქმნება კოლექტიური იმუნიტეტი და ჩავატარებთ მილიონ აცრას ოქტომბერში, შედარებით მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე თუ მომდევნო ტალღას. მთავარია იყოს კუმულაციური იმუნიტეტი ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგოდ და ვატაროთ პირბადე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S