Accentnews.ge
ვაქცინირებული პირებისთვის ლატარიის გათამაშება იწყება,  საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს

ვაქცინირებული პირებისთვის ლატარიის გათამაშება იწყება,  საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს

07/09/2021 09:54:14 საზოგადოება

საქართველოში 13 სექტემბრიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება: შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯლდოებს ვაქცინირებული პირებისთვის.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, გათამაშება წლის ბოლომდე ყოველდღიურად გაიმართება და გამარჯვებული 100–დან 500 ლარამდე თანხას მიიღებს. ამასთან, გამართება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. საპრიზო ფონდი 1000–დან 5000 ლარამდე თანხით განისაზღვრა. წლის ბოლოს კი შემაჯამებელი გათამაშება შედგება, რომლის საპრიზო ფონდიც 100 000 ლარი იქნება.

როგორც განიმარტა, ლატარიის კომპანია შემთხვევითი პრინციპით გამოავლენს გამარჯვებულებს და აცნობებს მათ გამარჯვების შესახებ.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ერთჯერადად ვაქცინირებული პირებიც.

ლატარიის ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.

მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S