Accentnews.ge
შეზღუდვები, რომლებიც 13 სექტემბრიდან იხსნება

შეზღუდვები, რომლებიც 13 სექტემბრიდან იხსნება

07/09/2021 09:28:30 საზოგადოება

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ამასთან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სპორტული შეჯიბრებების შესახებ რიგი დათქმებით: ღონისძიება მაყურებლის გარეშე ჩატარდება, მაგრამ ყველა მონაწილე უნდა იყოს ან აცრილი, ან უნდა ჰქონდეს პისიარ–ტესტი, ან 24 საათის მანძილზე მოქმედი ანტიგენის სწრაფი ტესტი.

რაც შეეხება სკოლებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ტენდენცია საიმედოა:

„ზოგოერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებული 60%-ია და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კარგ პირობას შექმნის, იმისთვის, რომ 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახში განახლდეს სწავლა“.

ამ ეტაპზე ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა.

გარდა ამისა, 13 სექტემბრიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება: შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯლდოებს აქცინირებული პირებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S