კანადის პრემიერს საარჩევნო შეხვედრაზე ქვები ესროლეს [ვიდეო]
07/09/2021 08:11:24 მსოფლიო
კანადის პრემიერ-მინისტრს ერთ–ერთ საარჩევნო შეხვედრაზე ქვები ესროლეს.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჯასტინ ტრიუდო საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლუდსახარშს სტუმრობდა.
ინციდენტის დროს ტრიუდო არ დაშავებულა.
ტრიუდოს საარჩევნო კამპანიას არაერთი ინციდენტი ახლავს თან: მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ „კოვიდ-19“-ის სავალდებულო ვაქცინაციისა და შეზღუდვების გამო. ერთი კვირის წინ კანადის პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა, გაეუქმებინა საარჩევნო მიტინგი, რადგან აქციაზე მისი მოწინაააღმდეგეები მივიდნენ.
Trudeau is pelted with stones and forced back on his bus in Ontario pic.twitter.com/V4dzv2enl6
— SpikeTaylor❌ (@SusPensionPete) September 7, 2021


