
სვანეთში მამა–შვილს ეძებენ
07/09/2021 07:33:57 საზოგადოება
სვანეთში, მწვერვალ უშბაზე ორ უცხოელ ალპინისტს – მამა-შვილს ამ დრომდე ეძებენ
სამძებრო სამუშაოები ამინდის გაუარესების გამო გართულებულია.
არსებული ინფორმაციით, დაკარგულები მოლდოვას მოქალაქეები არიან.
ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში დაკარგულების ოჯახის წევრმა დაწერა.
ქალის თქმით, ბოლოს ქმარ-შვილს 28 აგვისტოს, 15:58 საათზე დაუკავშირდა, მას შემდეგ ისინი კონტაქტზე არ გასულან.