Accentnews.ge
უკრაინამ აშშ-ს თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა შესთავაზა

უკრაინამ აშშ-ს თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა შესთავაზა

07/09/2021 06:26:10 მსოფლიო

უკრაინამ აშშ-ს თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა შესთავაზა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნით, კიევი შეეცდება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის საჭირო თანხები მიიზიდოს.

„ომს სჭირდება ფული და საჭიროა ამ ფულის გამომუშავება“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, უკრაინა მუდმივად ცდილობს, წამოწიოს აშშ-თან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხიც.

ამასთან დმიტრო კულებას თქმით, უვიზო მიმოსვლის საკითხზე უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს კანადასთან და დიდ ბრიტანეთთანაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S