ლუგანსკში, მაღაროში ავარიას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
07/09/2021 05:47:14 მსოფლიო
უკრაინის ლუგანსკის ოლქში ქვანახშირის შახტის სატრანსპორტო კაბინის ბაგირის გაწყვეტას მაღაროელები ემხვერპლნენ. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ცხრა მაღაროელი.
მედია წერს, რომ შემთხვევის დროს ლიფტში 25 ადამიანი იმყოფებოდა.
ავარია ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ჩერვონოპარტიზანკსში მოხდა.
კაბინაში მყოფი დანარჩენი მაღაროების მდგომარეობა უცნობია.


