Accentnews.ge
ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა

07/09/2021 05:40:04 მსოფლიო

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზას სექტორზე ავიადარტყმები განახორციელეს,- ინფორმაციას მედია ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაცვის ძალების ცნობით, ავიაიერიში განხორციელდა ანკლავიდან საჰაერო ფეთქებადი მოწყობილობების გაშვების საპასუხოდ. ღაზას სექტორიდან საჰაერო ბუშტებით ასაფეთქებელი მოწყობილობების გაშვების შედეგად, ანკლავთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე ხანძრის სამი კერა გაჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ავიადარტყმები განხორციელდა ხან იუნისში, რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ რაკეტების საწარმოსა და საწვრთნელ ბანაკზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S