ავღანეთში ასობით სამედიცინო დაწესებულება იხურება
06/09/2021 20:34:30 მსოფლიო
ავღანეთში ასობით სამედიცინო დაწესებულება დახურვის საფრთხის წინაშეა, რადგა მათ დონორებს „თალიბანის“ ახალ მთავრობასთან საქმიანობა ეკრძალებათ. ამის შესახებ „როიტერი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს.
როგორ ირკვევა, ავღანეთში 2300 სამედიცინო დაწესებულების 90% შესაძლოა, მიმდინარე კვირაში დაიხუროს. ჯანმოში შიშობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებების დახურვა დაავადებებისა და გარდაცვალების შემთხვევების ზრდას გამოიწვევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ დანაკლისის შევსებას ჯანდაცვის 500 ცენტრისთვის მარაგის, აღჭურვილობისა და დაფინანსების მიწოდებით ცდილობს.


