Accentnews.ge
თურქეთში კადიროველი ცემეს

თურქეთში კადიროველი ცემეს

06/09/2021 20:15:06 კავკასია

სტამბოლში უცნობმა პირებმა ცემეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვის მხარდამჭერი, რომელიც 15 წლის განმავლობაში რესპუბლიკის ძალოვან უწყებებში მსახურობდა, - იუწყება Lenta.ru Telegram-არხ "Security Turkey"-ზე დაყრდნობით.

სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ ცემს 5 სექტემბერს რამდენიმე ადამიანი საშუალო ასაკის მამაკაცს.

ტელეგრამ-არხი ასევე სატელეფონო საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს: თავდასხმის სავარაუდო მსხვერპლი ამბობს, რომ 2004-დან 2019 წლამდე ახმატ კადიროვის სახელობის ქვედანაყოფში მსახურობდა. «42 წლის ვარ, აქედან 17 წელი კადიროვის მთავრობაზე ვიმუშავე», — ამბობს მამაკაცი.

ბლოგის ავტორთა ინფორმაციით, ნაცემი პირი თურქეთში ჩეჩნური დიასპორის სამშობლოში დაბრუნების მსურველ წარმომადგენლებს ეცნობოდა და პრობლემის გადაჭრას ჰპირდებოდა, მაგრამ ჩეჩნეთში დაბრუნების შემდეგ მათ კადიროველები აკავებდნენ.

«Кавказ.Реалии»-სთან საუბარში თურქეთში მყოფმა ჩეჩენმა ბლოგერებმა განაცხადეს, რომ ძალადობას არ ემხრობიან, მაგრამ 5 სექტემბერს მომხდარის შემდეგ "თურქეთის ჩეჩნურ დიასპორას ზეიმი ჰქონდა".

ოფიციალური კომენტარი მომხდართან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S