
„კარფურის" ადმინისტრაცია მოქალაქეებს აფრთხილებს
06/09/2021 20:35:47 სამართალი, საზოგადოება
სოციალურ ქსელში სავაჭრო ქსელ „კარფურის“ სახელით აქტიურად ვრცელდება ვირუსული ლინკი, რომელსაც "ფეისბუქის" მომხმარებლები მეგობრებისგან პირად შეტყობინებებში იღებენ. ამის შესახებ „კარფურის“ ადმინისტრაცია მოქალაქეებს აფრთხილებს.
„შევიტყვეთ, რომ ბევრი თქვენგანი იღებს საეჭვო შეტყობინებებს Carrefour – ის სახელით. გაცნობებთ, რომ აღნიშნული შეთავაზება არ წარმოადგენს სინამდვილეს და არ იგზავნება კარფურ საქართველოს მხრიდან!
კარფურის ოფიციალური შეთავაზებები და აქციები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნდება კარფურის ოფიციალურ Facebook და Instagram გვერდებზე, ან კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციაში! გთხოვთ, საეჭვო შეტყობინებებმა არ შეგიყვანოთ შეცდომაში და არ გადახვიდეთ ლინკზე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: მსგავსი შემთხვევა გასულ კვირაშიც დაფიქსირდა. მაშინ ტანსაცმლის მაღაზია H&M-მა მოქალაქეები თაღლითური სქემის შესახებ გააფრთხლა.