Accentnews.ge
ისრაელის ყველაზე დაცული ციხიდან კოვზის მეშვეობით 6 პალესტინელი გაიქცა

ისრაელის ყველაზე დაცული ციხიდან კოვზის მეშვეობით 6 პალესტინელი გაიქცა

06/09/2021 14:52:56 მსოფლიო

ისრაელის ხელისუფლება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დაცული "გოლბოას" ციხიდან გაქცეულ 6 პალესტინელს ეძებს. მათ შორისაა პალესტინელთა შეიარაღებული დაჯგუფება "ალ-აქსას" ყოფილი ლიდერი ზახარია ზბეიდი, რომელიც განსაკუთრებით საშიშ დამნაშავედ ითვლება, დანარჩენი ხუთი კი "ისლამური ჯიჰადის" წევრია, ყველა მათგანს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

როგორც ირკვევა, პატიმრები კოვზის მეშვეობით 6 თვე თხრიდნენ გვირაბს, რომელიც მათ კამერას ციხიდან მოშორებით გამავალ გზასთან აერთებს და რომელსაც იორდანიის საზღვარს სულ რაღაც 14 კმ აშორებს.

პოლიციამ გზები გადაკეტა და ადგილობრივი ფერმერები გააფრთხილა, რომ გაქცეულები შესაძლოა, მინდვრებში იმალებოდნენ.

უსაფრთხოების სამსახურმა "შინ ბეთმა", რომელიც პოლიციასა და სამხედრო დანაყოფებთან ერთად ძებნის ოპერაციაში მონაწილეობს, ამ გაქცევას “დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების სერიოზული ჩავარდნა" უწოდა.

თავის მხრივ, პალესტინელთა დაჰგუფებებმა გაქცეულთა ქმედება შეაფასეს "გმირობად, რომელიც ნათლად აჩვენებს, რა შეუძლია მიზანდასახულობასა და ნებისყოფას, რომელსაც ციხეებით ვერავინ გატეხს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S