
ქალი, რომელიც ოჯახს გარდაცვლილი ეგონა, ,,გაცოცხლდა"
06/09/2021 14:46:25 საზოგადოება
გურიაში 87 წლის ქალი, რომელიც ოჯახს გარდაცვლილი ეგონა, ,,გაცოცხლდა".
87 წლის მარგო ბაღიშვილის შვილები "ტვ პირველთან" ამბობენ, რომ წინა დღეს დედა სახლში გარდაცვლილი ნახეს, მას არც ერთი სასიცოცხლო ნიშანი არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, ოჯახმა ტრადიციისამებრ პანაშვიდი გამართა. მაშინ, როცა ცხედრის მოსათავსებლად მაცივარი უნდა მოეტანათ, შვილს დედა სასტუმრო ოთახში წამომჯდარი დაუხდა.
მარგო ბაღიშვილი ამბობს, რომ არაფერი ახსოვს.