ცნობილი მსახიობი ჟან პოლ ბელომონდო გარდაიცვალა
06/09/2021 14:39:26 მსოფლიო
88 წლის ასაკში ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელომონდო გარდაიცვალა.
მსახიობის კინოკარიერა 50 წელს ითვლის. ის 80-ზე მეტ ფილმში მონაწილეობდა.
2011 წელს ბელმონდო კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოთი დააჯილდოვეს კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.


