Accentnews.ge
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: "დასავლეთს არ აქვს მკაფიო გეგმა, რომელიც ჩინეთის ინიციატივას გაუწევს კონკურენციას"

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: "დასავლეთს არ აქვს მკაფიო გეგმა, რომელიც ჩინეთის ინიციატივას გაუწევს კონკურენციას"

06/09/2021 14:09:07 მსოფლიო

ევროპას, აშშ-სა და მათ მოკავშირეებს სჭირდებათ ინფრასტრუქტურის ინვესტიციების ერთი გეგმა, რომელიც კონკურენციას გაუწევს ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას, – ამის შესახებ ესტონეთის მთავრობის მეთაურმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ბევრი ინიციატივა, რომელიც ერთ მიზანს ემსახურება, თუმცა გვჭირდება მათი დაკავშირება. სწორედ ეს გვაკლია“, – განაცხადა კალასმა.

მისივე თქმით, მთავარი წინაღობა, რომელიც ასეთ დიდი ევროპულ საინვესტიციო პროექტს ექმნება, არის ის, რომ ევროპის კონტინენტზე დღემდე არსებობს რეგიონები, რომელთაც ინვესტიციები სჭირდებათ:

„ევროპაში არსებობს 50-წლიანი უფსკრული ინევსტიციების კუთხით, განსაკუთრებით საბჭოთა ბლოკის ყოფილ წევრ ქვეყნებში, რომლებიც წლების განმავლობაში „რკინის ფარდის“ მიღმა იყვნენ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S