Accentnews.ge
გერმანიის საგარეო უწყება რუსეთს კიბერთავდასხმების განახლებაში ადანაშაულებს

გერმანიის საგარეო უწყება რუსეთს კიბერთავდასხმების განახლებაში ადანაშაულებს

06/09/2021 12:04:38 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს კიბერთავდასხმების განახლებაში ადანაშაულებს.

გერმანიის საგარეო უწყების პრეს–სპიკერის განცხადებით, რუსეთი პასუხისმგებელია განახლებულ კიბერიერიშებზე, რომლებიც გერმანიის პარლამენტზე მიიტანეს.

„გერმანიის მთავრობას აქვს სანდო ინფორმაცია, რომ კიბერიერიშების უკან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამასახური დგას“, – განაცხადეს გერმანიის საგაერო უწყებაში.

ბერლინში განაცხადეს, რომ რუსეთის ასეთი ქცევა მიუღებელია და მოსკოვს მოუწოდეს, მსგავსი აქტივობები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S