ტონი ბლერი: "დასავლეთი ბიოტერორიზმის საფრთხისთვის უნდა მოემზადოს"
06/09/2021 11:58:46 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის განცხადებით, დასავლეთი ბიოტერორიზმის საფრთხისთვის უნდა მოემზადოს.
მისი თქმით, ისლამიზმი #1 საფრთხედ რჩება და დასავლეთი ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისთვის მზად უნდა იყოს.
როგორც ბლერი აცხადებს, „კოვიდ-19“-ის პანდემიამ ბიოტერორის შესაძლებლობა გააჩინა და მსოფლიო არასახელმწიფო აქტორების მხრიდან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისთვის უნდა იყოს მზად.
ტონი ბლერი ამბობს, რომ კონტრტერორისტული ქმედებები ვერ აღმოფხვრის არსებულ საფრთხეს და საჭიროა პრობლემის ადგილზე გადაჭრა. მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან სამხედრო ჩარევის ნაკლები დაინტერესების ფონზე, საფრთხეების თავიდან ასარიდებლად ბრიტანეთმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ევროპის ქვეყნებთან.


