Accentnews.ge
კარასინი: "ვმუშაობთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების წინ წაწევაზე, კეთილმეზობლობისა და ძმობის სულისკვეთებით "აღზრდაზე"

კარასინი: "ვმუშაობთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების წინ წაწევაზე, კეთილმეზობლობისა და ძმობის სულისკვეთებით "აღზრდაზე"

06/09/2021 10:50:12 პოლიტიკა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა «Газете.Ru»-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელთან მოსკოვთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან კონტაქტების შესახებ უამბო და ოქტომბერში პირისპირ მოლაპარაკებათა განახლება არ გამორიცხა.

«სამწუხაროდ, აგერ უკვე 1,5 წელია, პირისპირ არ შევხვედრილვართ გასაგები მიზეზების [COVID-19-ის პანდემიის - რედ.] გამო. თუმცა სულ ორიოდე დღის წინ ჩვენ ვისაუბრეთ და, სხვთა შორის, აქტიურად ვაგრძელებთ კონტაქტებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ორივე მხარის საგარეო უწყებებისა და ტრანსპორტის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად. იმედი გვინდა, ვიქონიოთ, რომ ოქტომბერში, შესაძლოა, მეორე ნახევარში პირისპირ შეხვედრასაც შევძლებთ. ასე, რომ მუშაობა გრძლდება და ბუნებრივია, როცა ადამიანები მუშაობენ, ისინი იმედოვნებენ, რომ გამოუვათ მთავარი, კერძოდ, ორმხრივი ურთიერთობების წინ წაწევა, მათი კეთილმეზობლობისა და ძმობის სულისკვეთებით "აღზრდა". ვივლით ამისაკენ და ამის იმედით», – აღნიშნა რუსმა სენატორმა.

მისივე თქმით, აბაშიძესთან დიალოგის ფარგლებში განიხილება ორმხრივი საკითხები – დაწყებული სატრანსპორტო თემებით, დამთავრებული სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხებით, მათ შორის ავიაკავშირის აღდგენის თემაც აქტუალურია, მაგრამ მას ეპიდემიოლოგიური ვითარება უშლის ხელს.

«საქართველო დახურულია გარე სამყაროსთვის. რა ავიაკავშირზე ვსაუბრობთ? ისინი მთელი წელიწადი დახურულები იყვნენ გარე სამყაროსგან — არავის უშვებდნენ არც ქვეყანაში, არც ქვეყნიდან. ამდენად, თემა კვლავინდებურად აქტუალურია, განხილვაშია, მაგრამ ყველაფერი უპირველესად, COVID-19-თან ბრძოლაზეა დამოკიდებული», – აღნიშნა სენატორმა.

კარასინის თქმით, «მყვირალა რუსოფობები და ემოციები კვლავინდებურად დუღს თბილისში», ხოლო «რუსოფობია პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთში საჯარო აღქმაზე, საზოგადოებრივ აზრზე».

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ მზადაა, კარასინს ოქტომბრის დასაწყისში შეხვდეს და მათ შორის, ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხიც განიხილოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი 1 სექტემბერს გამოთქვა მოსკოვის მზადყოფნა, თბილისთან "ურთიერთობების აღსადგენად, თუკი საქართველოს რეალურად სურს რუსეთთან, როგორც მეზობელთან, ნორმალურად იცხოვროს". რა პირობით აპირებს ამას მოსკოვი - მას არ დაუკონკრეტებია. თუმცა მანამდე საგარეო უწყების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა - ალექსანდრე ბიკანტოვმა ეს პირობები თავის განცხადებაში მონიშნა: ესაა დასავლეთთან ინტეგრაციის პოლიტიკაზე უარის თქმა და ოკუპირებული რეგიონების აღიარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S