Accentnews.ge
პუტინის რეჟიმი - მოქმედებაში: პენსიონერი პოლიტპატიმრის დედის დახმარებისთვის ექსტრემისტად სცნეს

პუტინის რეჟიმი - მოქმედებაში: პენსიონერი პოლიტპატიმრის დედის დახმარებისთვის ექსტრემისტად სცნეს

06/09/2021 10:02:10 მსოფლიო

ქალაქ უფას (ბაშკირეთის რესპუბლიკა, რუსეთი) სასამართლომ 3-წლიანი პირობოთი მსჯავრი მიუსაჯა პენსიონერ ილმირა ბიკბაევას, რომელმაც ხელისუფლების მიერ "ექსტრემიზმისთვის" გასამართლებული პოლიტპატიმრის დედას ჯამში 6500 რუბლი (დაახლოებით 250 ლარი) გადაურიცხა.

პროკურორი პენსიონერისთვის 4-წლიან პატიმრობას ითხოვდა სასჯელის საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით, - იუწყება Idel.Реалии.

ილმირა ბიკბაევას "ექსტრემისტული საქმიანობის დაფინანსებაში" გასული წლის დეკემბერში წაუყენეს ბრალი. პენსიონერი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ "ადამიანურად გაუწია მცირე დახმარება" პოლიტპატიმარ აირათ დილმუხამეტოვის დედას, რომელიც შვილის დაპატიმრების შემდეგ საარსებო წყაროს გარეშე დარჩა.

თუმცა რუსეთის უშიშროების სახელმწიფო სამსახურში ჩათვალეს, რომ პენსიონერის მიერ ორ ნაწილად - 2018 და 2019 წლებში გადარიცხული ეს თანხა დილმუხამეტოვის მიერ "ექსტრემისტული ხასიათის დანაშაულის ჩადენის დაფინანსებას" უნდა მოჰხმარებოდა.

"როსფინმონიტორინგმა" ბიკბაევა სასამართლოს მიერ ვერდიქტის გამოტანამდე ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა.

თავად აირათ დილმუხამეტოვი 9 წლით გაასამართლეს სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ახალგაზრდას, რომელსაც უფლებადამცველები პოლიტპატიმრად თვლიან, "რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის რღვევისაკენ მოწოდებებში, ტერორიზმის პროპაგანდაში, ექსტრემისტულ საქმიანობასა და მის დაფინანსებაში" ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S