OFAC-მ ირანული დაზვერვის სპეცქსელის წარმომადგენელთა წინააღმდეგ სანქციები შემოიღო
06/09/2021 08:42:54 მსოფლიო
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანული დაზვერვის ოფიცრების ქსელის წარმომადგენელთა წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.
«ჩვენ სანქციები დავაწესეთ ირანული დაზვერვის ოთხი ოფიცრის მიმართ, რომლებიც უთვალთვალებდნენ ამერიკასა და სხვა რიგ ქვეყნებში მყოფ ირანული წარმოშობის დისიდენტებს მათი გატაცების ან დადუმების მიზნით», - აცხადებენ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოურ აქტივებზე კონტროლის ოფისში (OFAC).
ირკვევა, რომ აშშ-ში, ბრტანეთში, კანადასა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მყოფი დისიდენტების დევნის მიზნით ჩამოყალიბებულ ქსელს დაზვერვის მაღალჩინოსანი ალირეზა შაჰვაროგი ფარაჰანი ხელმძღვანელობდა. ოპერაცია ჩავარდა და ივლისში აშშ-მა ამ საქმესთან დაკავშირებით ირანულ მხარეს ბრალდებები ოფიციალურად წაუყენა.
«ადამიანთა გატაცებასთან დაკავშირებით ირანის ხელისუფლების გეგმები დამატებითი მაგალითია მის მიერ კრიტიკული ხმების ჩასახშობად მიმართული სისტემატიური ძალიხმევისა, განურჩევლად იმისა, სად იმყოფებიან ამჟამად მისი კრიტიკოსები. უცხოთში მყოფი დისიდეტნების დევნა აჩვენებს, რომ ირანული მთავრობის რეპრესიები ქვეყნის ფარგლებს საკმაოდ გასცდა», - განაცხადა ამასთან დაკავშირებით OFAC-ს დირექტორმა ანდრეა გაკიმ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის დაზვერვამ ნიუ-იორკში ირანული წარმოშობის ჟურნალისტისა და აქტივისტის, ამჟამად აშშ-ის მოქალაქის გატაცება სცადა. სპეცსამსახურმა მსხვერპლის თვალთვალის მიზნით კერძო დეტექტივს მიმართა და ჟურნალისტის ვენესუელაში გადასაყვანად ჩქაროსნული კატერების გამოყენებას გეგმავდა.


