Accentnews.ge
ქართველი რეჟისორი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

ქართველი რეჟისორი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

05/09/2021 16:42:16 საზოგადოება

რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება, - ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ შარშან, სან სებასტიანში, მისი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, „დასაწყისი“ ტრიუმფი იყო. ნამუშევარმა 4 ჯილდო აიღო:

კინოფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს ნიჟარა”;

დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);

ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);

დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);

სან სებასტიანის კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ა-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალია. წელს ის 17-25 სექტემბერს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S