Accentnews.ge
თბილისი-ვენის რეისი, რომელსაც ტექნიკური პრობლემა შეექმნა, უსაფრთხოდ დაჯდა

თბილისი-ვენის რეისი, რომელსაც ტექნიკური პრობლემა შეექმნა, უსაფრთხოდ დაჯდა

05/09/2021 15:15:49 საზოგადოება

Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელსაც თბილისიდან ვენის მიმართულებით ფრენის დროს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისში უსაფრთოდ დაჯდა. როგორც ირკვევა, პრობლემა შასის გაუმართაობა გახდა, რის გამოც პილოტმა უკან მობრუნება გადაწყვიტა.

თვითმფრინავი თბილისის ცაზე 2 საათის განმავლობაში დაფრინავდა, რათა საწვავი დაეცალა. სპეციალისტების თქმით, ეს აუცილებელია თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაშვებისთვის.

ამ წუთებში თვითმფრინავიდან მგზავრები გადმოჰყავთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S