
სოხუმმა დე ფაქტო საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა
01/08/2019 06:49:56 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს – ალექსანდრე კაპანაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული გალის იზოლატორშია გადაყვანილი.
1968 წელს დაბადებული კაპანაძე ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვანებმა და რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა გალის რაიონის სოფელ საბერიოში 23 ივლისს დააკავეს.