Accentnews.ge
საქართველოში ორჯერ აცრილებს შორის კორონავირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება

საქართველოში ორჯერ აცრილებს შორის კორონავირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება

03/09/2021 14:21:51 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ორჯერადად აცრილ მოქალაქეებს შორის კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაცვალების სამი შემთხვევაა აღრიცხული. ამის შესახებ გამყრელიძემ ვებინარზე ისაუბრა.

NCDC–ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ Pfizer-ით აცრა დაინფიცირების რისკს თითქმის 25-ჯერ, ხოლო გარდაცვალების შესაძლებლობას – 200-ჯერ ამცირებს.

მისივე თქმით, აცრილიდან აცრილ პირზე ვირუსის გადადების შანსი მინიმალურია:

"აცრილიდან აცრილზე გადადების შანსი ბევრად უფრო მცირეა. ერთხელ აცრილებში 5000 შემთხვევაა, ხოლო ორჯერ აცრილებში, დაახლოებით, 4000 შემთხვევაა აცრის შემდგომი, მაგრამ უმრავლესობა ორჯერ აცრილებში იყო ძალიან მსუბუქი. სამწუხაროდ, გვაქვს სამი გარდაცვალება, ორჯერ აცრილებში.

დღეს, წინასაარჩევნო კამპანიაში, ამ ერთი თვის განმავლობაში, მთავარი სლოგანი უნდა იყოს "ყველა უნდა ავიცრათ", რომ აცრა გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და აცრაზე გადის ქვეყნის განვითარების მთავარი გზა. ყველა იმ ადამიანის ბანერს, რომელიც დღეს გამოკრულია, მივაწერდი, რომ ერთად წავიდეთ და ავიცრათ".

გამყრელიძე ორსულებს მოუწოდებს, აიცრან კორონავირუსის წინააღმდეგ.

"დელტა შტამი აღმოჩნდა ძალიან ვერაგი ორსული ქალბატონების მიმართ: შარშან ჩვენ გვქონდა ერთი სამწუხარო გარდაცვალების შემთხვევა, წელს ცამეტია და მგონი, დაემატა ცამეტს უკვე გუშინ-გუშინწინ. 20-25 ათასი ორსულია ერთდროულად ქვეყანაში დღეს. ყველა მათგანი მივიდეს და აიცრას Pfizer-ით და ორსულობის პერიოდში გააკეთონ ორი აცრა Pfizer-ის. ეს თითქმის 25-ჯერ, მეტჯერ შეამცირებს რისკს მათი დაინფიცირების და ძალიან უფრო მაღლა, დაახლოებით ორი ათეულით შეამცირებს გარდაცვალების და გართულების რისკს ორსულებში,"- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S