Accentnews.ge
გამყრელიძე არჩევნებში ჩართულ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ბილბორდებზე საკუთარი აცრის ფოტოები გამოაკრან

გამყრელიძე არჩევნებში ჩართულ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ბილბორდებზე საკუთარი აცრის ფოტოები გამოაკრან

03/09/2021 13:38:53 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, კორონავირუსის ვაქცინებზე აცრები წაახალისონ.

"წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მთავარი სლოგანი უნდა იყოს, რომ ყველა უნდა ავიცრათ. ამაზე გადის ქვეყნის განვითარების გზა, ეკონომიკური განვითარების, ჩვენი თავისუფლების და ეს არის ახლა მთავარი. ყველა პოლიტიკოსის ბანერს მივაწერდი - ერთად წავიდეთ და ავიცრათ და მოვუწოდებდი ყველა კანდიდატს, თავისი აცრის ფოტოებიც ბანერებზე გამოაკრან. [წინასაარჩევნო] შეხვედრები აცრაზე წასვლის მოწოდებით დაიწყონ", - განაცხადა გამყრელიძემ ვებინარზე.

მისი ინფორმაციით, პირველ დოზაზე რეგისტრაცია შენელდა. შესაბამისად, მცირდება აცრებიც.

ბოლო 24 საათში 23 518 აცრა ჩატარდა, საიდანაც 9282 პირველი დოზაა.

ბოლო 24 საათის მონაცემებით აცრის სტატისტიკა:

  • სინოფარმი​: პირველი დოზა - 499;მეორე დოზა - 2274.
  • ასტრაზენეკა: პირველი დოზა - 11;მეორე დოზა - 28.
  • ფაიზერი: პირველი დოზა - 7539;მეორე დოზა - 11468.
  • სინოვაკი:პირველი დოზა - 1233;მეორე დოზა - 466.

"ამიტომ, საჭიროა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, რომ აიცრან... საშუალოდ, აგვისტოში გვქონდა ინტენსიური აცრები - დღეში 23 000. გვინდა 30 000. თუ სექტემბერ-ოქტომბერში შევძლებთ, საკმაოდ სწრაფად შევაჩერებთ გავრცელებას", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

3 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 259 391 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 822 297 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28,8%. სრულად ვაქცინირებულია 437 094 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 15,3%.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3034​ ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 86 კოვიდ–ინფიცირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S