Accentnews.ge
იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

03/09/2021 10:32:00 მსოფლიო

იოშიჰიდე სუგა იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს.

როგორც სუგამ განაცხადა, არ აპირებს, მმართველი პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაც მისი უფლებამოსილების შეწყვეტას გამოიწვევს.

"ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაში" განაცხადეს, რომ იოშიჰიდე სუგას სურს, თავისი ძალისხმევა ანტიკორონავირუსულ ღონისძიებებზე გაამახვილოს და პარტიის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

სუგა პრემიერ-მინისტრად ერთი წლის წინ დაინიშნა, როდესაც თანამდებობიდან შინძო აბე გადადგა. მისი რეიტინგი, იაპონიაში კორონავირუსის პანდემიის გამო საგრძნობლად გაუარესდა. პრემიერმა კრიტიკა ვაქცინაციის პროცესის ნელი ტემპის გამოც დაიმსახურა.

იაპონიის მმართველ, "ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაში" პარტიის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 29 სექტემბერს არის დაგეგმილი. პარტიის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებული ავტომატურად გახდება იაპონიის პრემიერი, რადგან "ლიბერალ დემოკრატიული პარტია" საპარლამენტო უმრავლესობას ფლობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S