Accentnews.ge
კარტოფილში ჯანმრთელობისთვის საშიში ორგანიზმები გამოავლინეს

კარტოფილში ჯანმრთელობისთვის საშიში ორგანიზმები გამოავლინეს

03/09/2021 10:20:48 საზოგადოება

"სარფი“–ს გამშვებ პუნქტზე ჯამში 49 220 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს და უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს.

როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, კარტოფილიდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში, დიდი რაოდენობით საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა და ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

"საქონლის სიჯანსაღის კონტროლი, რომელიც ინთვალისწინებს მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული პარამეტრებით რეგულირებადი ობიექტების ინსპექტირებას, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება“,- აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S