
გადასახადების დროებით განახევრების მოთხოვნით აქცია გაიმართა
03/09/2021 09:47:15 საზოგადოება
სადგურის მოედანზე მოვაჭრეები დღესაც შეიკრიბნენ და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენამდე კომერციულ ფართებზე გადასახადის შემცირებას მოთხოვნით აქცია კვლავ გამართეს. დემონსტრანტები გეგმავენ, მსვლელობა დედაქალაქის მერიის მიმართულებით გამართონ.
როგორც მოვაჭრეები განმარტავენ, ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვის გამო ბაზრობაზე ხალხი აღარ დადის და გადასახადების გადახდა უჭირთ.
"გადასახადებს ვეღარ ვიხდით. ვითხოვთ, მიიღონ დადგენილება, რომ განახევრდეს გადასახადები, სანამ ტრანსპორტი გაიხსნება. ბევრი ვერ დადის სამსახურში... ტაქსით უნდა მოხვიდე, მე თუ მოვედი, კლიენტი ვერ მოდის ტაქსით. ბაზრობა ცარიელია!", - ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 14 აგვისტოდან გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის, შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.