Accentnews.ge
მძიმეა ტყუპების მდგომარეობა, რომელთა დედაც კორონავირუსმა იმსხვერპლა

მძიმეა ტყუპების მდგომარეობა, რომელთა დედაც კორონავირუსმა იმსხვერპლა

03/09/2021 06:13:53 საზოგადოება

ქუთაისში 15 დღის ტყუპ ჩვილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ექიმის განცხადებით, ჩვილები რეანიმაციაში არიან მოთავსებულნი და მათი მდგომარეობა მძიმეა.

ტყუპების დედის – 47 წლის ქალის კორონავირუსით გარდაცვალების თაობაზე 2 სექტემბერს გახდა ცნობილი.

„15 დღის წინ ჩატარდა საკეისრო კვეთა კოვიდდადებით ორსულზე, 28-ე კვირაში. ხანდაზმული, პირველი მშობიარე იყო. დედის მძიმე მდგომაროების გამო ჩატარდა საკეისრო კვეთა, ამოყვანილ იქნა ორი ტყუპი. დაბადებისთანავე ორივეს მდგომარეობა იყო მძიმე, ჰქონდათ რესპირატორული დისტრესსინდრომი.

ტესტირებით ორივე ტყუპი აღმოჩნდა თანდაყოლილი კოვიდინფიცირებული, ვირუსული პნევმონიის მრავლობითი კერები გვაქვს. გრძელდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია", - ამბობს ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ბარათაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S